Accessibility links

logo-print

პუტინი: აუცილებელია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოორდინაცია


ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ რეგიონული „მაკოორდინერებელი სტრუქტურის“ შექმნა.

პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, რომლის წასვლასაც მოითხოვს დასავლეთი და სირიის ოპოზიცია.

სირიის კრიზისი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი თემაა. ორშაბათს პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება. განხილვის ერთ-ერთი თემა, უკრაინასთან ერთად, სირიის კრიზისიც იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG