Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: „ყირიმს მეტი ელექტროენერგია ექნება, ვიდრე ის იღებდა უკრაინისგან“


ვლადიმირ პუტინი ყირიმში
ვლადიმირ პუტინი ყირიმში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2 დეკემბერს ყირიმს ეწვია და პირობა დადო, რომ უმოკლეს დროში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. პრეზიდენტი დაესწრო წყალქვეშა საკაბელო პროექტის დაწყების ცერემონიას, რომელსაც „ენერგეტიკული ხიდი“ უწოდა; მან ასევე აღნიშნა, რომ დაეხმარება ყირიმს გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი 2018 წლისთვის. „ყირიმს უფრო მეტი ელექტროენერგია ექნება, ვიდრე ის იღებდა უკრაინისგან“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. ყირიმში 2 მილიონი მომხმარებელი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა გასული თვის ბოლოს, მას შემდეგ, რაც აფეთქებებმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი უკრაინას ადანაშაულებენ ელექტროენერგიის გადამცემი ანძების აფეთქებაში, ხოლო უკრაინა ამბობს, რომ იცის რეალური მიზეზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG