Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ლენინმა რუსეთს „ნელი მოქმედების ნაღმი“ დაუდო


ვლადიმირ პუტინი სტავროპოლის ფორუმზე
ვლადიმირ პუტინი სტავროპოლის ფორუმზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა ბოლშევიკური რეპრესია და განაცხადა, რომ ვლადიმირ ლენინმა „ნელი მოქმედების ნაღმი“ დაუდო რუსეთის სახელმწიფოებრიობას. ახლო წარსულში პუტინი ფრთხილად ეკიდებოდა ისტორიული ფაქტებისა და პიროვნებების კრიტიკას, რათა თავიდან აეცილებინა რუსი კომუნისტებისა და სხვა რუსი ამომრჩევლის განაწყენება, რომლებიც ლენინს დღემდე პატივს სცემენ. სტავროპოლში, კრემლის მომხრე აქტივისტებთან შეხვედრაზე 25 იანვარს პუტინმა განსაკუთრებით მწვავედ გააკრიტიკა ლენინის ნაციონალური პოლიტიკა, რომელმაც საბჭოთა რესპუბლიკებს მისცა კავშირიდან გამოყოფის უფლება, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG