Accessibility links

პუტინი: მოსკოვს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს


ვლადიმირ პუტინი მემორიალის გახსნისას სლოვენიაში

ვლადიმირ პუტინი მემორიალის გახსნისას სლოვენიაში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის წვლილი შეიტანოს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გაძლიერებაში.

„ჩვენ არა მხოლოდ უნდა გვახსოვდეს ომის საშინელება, არამედ ერთად უნდა ვიმუშაოთ ურთიერთგაგების, ნდობის, ევროპასა და მსოფლიოში უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა სლოვენიაში, სადაც შაბათს რუსეთის ლიდერმა მონაწილეობა მიიღო პირველი მსოფლიო ომის დროს, 2015 წელს ჩამოწოლილი ნიაღვრის დროს ალპებში დაღუპული ასობით რუსი ტყვე ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად აგებული მემორიალის გახსნაში.

30 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ეწვია სლოვენიას. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს ახორციელებს, სლოვენია მოსკოვთან მაინც ახერხებს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG