Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად. ეს განცხადება მან გააკეთა მოსკოვში ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოს მედიის წარმომადგენლის შეკითხვაზე პასუხის დროს. იქვე პუტინმა ახსენა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების, მისი თქმით, „ექსპორტი“ - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოღვაწეობა უკრაინაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორია. პუტინმა მიანიშნა, რომ უკრაინა გარედან იმართება: „ჩემი აზრით, ეს არის, უბრალოდ, უკრაინის ხალხისთვის სახეში შეფურთხება. არამარტო ის, რომ უკრაინა გარედან მმართველობის ქვეშ მოაქციეს - თან ასეთი, ბოდიში მომითხოვია, პოლიტიკური მოღვაწეები გაგზავნეს. სხვათა შორის, მგონი სააკაშვილს უარი უთხრეს შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზაზე, მაგრამ გაგზავნეს უკრაინაში, დაე, იქ იყოს ხელმძღვანელადო. და აი, იქ აქტიურად მოღვაწეობს. რა უთხრეს უკრაინას? არა მარტო გიხელმძღვანელებთ, არამედ გამოგიგზავნით ხალხს, რომელიც გიხელმძღვანელებთო“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. მოსკოვში არაერთხელ გამოუთქვამთ შეფასება, რომ უკრაინაში 2013-2014 წლის მოვლენები, რომლებიც ევრომაიდნად არის ცნობილი და რომლებიც უკრაინის პრორუსული ხელისუფლების დამხობით დასრულდა, დასავლეთის მიერ იყო ორგანიზებული. თავის მხრივ, რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ოკუპაცია და შეუდგა აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების დახმარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG