Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „დიდ შეცდომას“ უწოდებს აშშ-ის „სარაკეტო ფარს“ ევროპაში


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა „დიდი შეცდომა“ უწოდა აშშ-ის სარაკეტო ფარის მშენებლობას აღმოსავლეთ ევროპაში და პირობა დადო, რომ მოსკოვი ვაშინგტონის ამ ნაბიჯს თავისი საჰაერო-თავდაცვითი ძალების გაძლიერებით უპასუხებს.

ნატო აცხადებს, რომ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა, ირანიდან სავარაუდო სარაკეტო თავდასხმის მოგერიებას ისახავს მიზნად. თუმცა ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ძალიან იოლია თავდაცვითი სისტემის მოწყობილობის გადაყვანა შეტევით რეჟიმზე, რაც რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული. ამის შესახებ პუტინმა უცხოეთის გამოცემების ხელმძღვანელებთან 17 ივნისს ისაუბრა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე.

„ჩვენ იძულებული ვიქნებით პასუხი გავცეთ ასეთ მუქარებს, თუმცა წინასწარ ვიცი, რომ აგრესიულ ქმედებებში ისევ ჩვენ დაგვადანაშაულებენ“, - დასძინა რუსეთის ლიდერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG