Accessibility links

logo-print

მოსკოვში გაიმართა ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა


რაულ ხაჯიმბასა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში

რაულ ხაჯიმბასა (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო რუსეპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას. რუსეთის მედიის თანახმად, შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობა ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში. "ზედმეტია საუბარი ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე. ეს ურთიერთობა ვითარდება. ალბათ არის საკითხები, რომლებიც ცალკე განხილვას საჭიროებს", - განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ინტენსიურ ხასიათს უნდა ატარებდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG