Accessibility links

logo-print

პუტინი: რუსეთის ეკონომიკამ გადალახა „კრიზისის პიკი“


ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია

ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დადებითად აფასებს ეკონომიკურ პროცესებს და აცხადებს, რომ „კრიზისის პიკი“ გადალახულია. პუტინმა ეს შეფასება გამოთქვა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელიც წელს მეთერთმეტედ იმართება. „სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკამ, მთლიანობაში, კრიზისი გადალახა. ყოველ შემთხვევაში კრიზისის პიკი - არა კრიზისი, არამედ კრიზისის პიკი. მიმდინარე წლის მეორე კვარტალიდან სახეზეა ბიზნესაქტივობის სტაბილიზაციის ნიშნები“, - ამბობს პუტინი. თუმცა, მისივე თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტი ძალიან ოპტიმისტურ მაჩვენებელზეა დაფუძნებული - 50 დოლარი ერთ ბარელ ნავთობში, არადა, ახლა ფასი 38 დოლარამდეა ჩამოსული, რის გამოც შესაძლოა საჭირო იყოს ბიუჯეტში ცვლილების შეტანა. ნავთობის გაიაფებასთან ერთად, რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს სანქციები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა დაუწესეს უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის გამო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG