Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა გააუქმა ვიზიტი პარიზში


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააუქმა თავისი ვიზიტი საფრანგეთში, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან მოლაპარაკების დღის წესრიგის თაობაზე უთანხმოების გამო. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა 11 ოქტომბერს, რომ პუტინმა უთხრა ოლანდს მათი საუბრის დროს, რომ „მზად არის ჩავიდეს პარიზში, როცა ეს საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მოსახერხებელი ქნება“. ამდენად, დაველოდებით, როდის იქნება ოლანდისთვის მოსახერხებელი დრო, თქვა პესკოვმა. პუტინის ვიზიტის გაუქმება მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ოლანდმა დაადანაშაულა სირიის არმია რუსეთის დახმარებით ალეპოს დაბომბვის კამპანიის დროს საომარი დანაშაულის ჩადენაში. ოლანდს სურდა, რომ პუტინთან შეხვედრის ერთადერთი თემა სირია ყოფილიყო. მან განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი საჭიროა, მაგრამ ის მკაცრი და გულწრფელი უნდა იყოსო და დასძინა, რომ პარიზსა და მოსკოვს შორის სირიის თაობაზე „სერიოზული უთანხმოება“ არსებობს. პუტინი ოლანდს უნდა შეხვედროდა რუსეთის ეკლესიის გახსნის გამო სტუმრობის ჩარჩოებში. პუტინი უნდა მისულიყო რუსეთის ხელოვნების გამოფენაზეც. საფრანგეთი აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო მცდელობაში, შეეწყვეტინებინა რუსეთის და სირიის ავიაციის მიერ ალეპოს დაბომბვა, რასაც ასეულობით სამოქალაქო პირის სიკვდილი მოჰყვა. რუსეთმა ვეტო დაადო საფრანგეთის ინიციატივას გაეროს უშიშროების საბჭოში, შეეწყვიტათ ცეცხლი სირიაში 9 ოქტომბერს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-მარკ ერომ განაცხადა 10 ოქტომბერს, რომ პარიზი ეძებს გზებს, რთა დაიწყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება ალეპოში რუსეთის და სირიის ძალების ქმედების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG