Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა გავლენიანი თანამებრძოლი ჩამოაქვეითა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი (მარჯვნივ). 2013 წლის ფოტო.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი (მარჯვნივ). 2013 წლის ფოტო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაბალ თანამდებობაზე გადაიყვანა თავისი დიდი ხნის მოკავშირე და თანამოაზრე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი. კრემლის განცხადებით, ის ამიერიდან დაიკავებს პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტს გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საკითხებში. ივანოვი მისმა ყოფილმა მოადგილემ, ანტონ ვაინომ შეცვალა.

კრემლის განცხადების კომენტირებისას ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად ივანოვის თხოვნით მიიღო. სერგეი ივანოვი დარჩება უშიშროების საბჭოში, რუსეთის უშიშროების მთავარი ორგანოში.

სერგეი ივანოვი, პუტინის მსგავსად, კაგებეს ყოფილი ოფიცერია. ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილეა და მოიაზრებოდა, როგორც პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი. 2008 წელს ივანოვი პუტინის სავარუდო შემცვლელად განიხილებოდა, თუმცა პუტინმა მაშინ დმიტრი მედვედევი აირჩია პრეზიდენტობის კანდიდატად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG