Accessibility links

logo-print

პუტინს სურს „ხელი გაუწოდოს“ ევროპას, სანქციების მიუხედავად


ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მის ქვეყანას ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კავშირების დაძაბვა დასავლეთის მიზეზით მოხდა.

მზად ვართ ევროპელ პარტნიორებს ხელი გავუწოდოთ, თუმცა, ცხადია, ეს ცალმხრივი ჟესტი ვერ იქნებაო, განაცხადა პუტინმა რუსეთის ეკონომიკურ კონფერენციაზე, სანკტ-პეტერბურგში, 17 ივნისს. თუმცა, მისი თქმით, ურთიერთობაში „კოლაფსი“ გამოიწვია ევროკავშირის მიერ უკრაინის კრიზისის გამო დაკისრებულმა სანქციებმა. პუტინმა ევროკავშირს მოუწოდა მოქნილად იმოქმედოს და გაითვალისწინოს იმ ინვესტორების ინტერესები, რომლებსაც რუსეთში სურთ ბიზნესის კეთება.

"როგორც ბოლო დროს გერმანელ, ფრანგ ბიზნესმენთა წრეებთან შეხვედრებმაც აჩვენა, ევროპულ ბიზნესს სურს, და მზადაა ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის. პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ ბიზნესის ინტერესები, გამოიჩინონ სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა და მოქნილობა. რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გვჭირდება ნდობის აღდგენა და ურთიერთ თანამშრომლობის დონის აღდგენა. გვახსოვს, როგორც დაიწყო ეს ყველაფერი. რუსეთი არ ყოფილა დღევანდელი გახლეჩის, უთანხმოების, პრობლემების და სანქციების დაკისრების ინიციატორი. ყველა ჩვენი მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო იყო, და ასეთადაც რჩება" - განაცხადა პუტინმა.

სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმს დასავლეთის ბიზნეს წრეების ლიდერებიც ესწრებიან, პირველად ორწლიანი პაუზის შემდეგ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG