Accessibility links

logo-print

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა შესაძლოა „ქართული ოცნება“ დატოვოს.ის საბოლოო გადაწყვეტილებას მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

თამაზ მეჭიაურის თქმით, ის ივანიშვილს „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ შეხვდება. ყრილობა 14 მაისსარის დაგეგმილი.

„პრემიერის განცხადების შემდეგ, ალბათ, არც უნდა ვიყო სიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონმა პრემიერმა უკვე ცალსახად დააფიქსირა ფაქტიური თანხვედრა იმ საგარეო კურსისა, რომელიც რესპუბლიკელებს გააჩნიათ. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ეს ჩემთვის აბსოლუტურად შეუთავსებელია“.

განხეთქილება გამოიწვია მეჭიაურის განცხადებებმა ნატოსთან დაკავშირებით:

„თუ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი, მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ეს საფრთხეს შეუქმნის ჩემი ქვეყნის მთლიანობასა და დაცულობას, მე უარს ვიტყვი ნებისმიერზე, ვინც არ უნდა და რაც არ უნდა იყოს ის“.

თუ მე ვიქნები არჩეული „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორთან მიმართებაში...

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერად მას აირჩევენ, გუნდში მსგავსი შეხედულებების მქონე პირებს ადგილი აღარ ექნებათ.

„თუ მე ვიქნები არჩეული „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორთან მიმართებაში. მე მგონია, გავეცი პასუხი“.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ახლა წინასაარჩევნო გადაჯგუფებაა და შიდაპარტიული რყევებიც ამით არის განპირობებული. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომ „ოცნება“ არჩევნებში უკონკურენტო იქნება, კორნელი კაკაჩიას თქმით, ამ მხრივ ვითარება არცთუ მთლად საიმედოა:

„ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი, კონკურენცია საკმაოდ დიდია. არის ტრადიციული პარტიები, მათ შორის - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. საზოგადოებრივი გამოკითხვებიც გვიჩვენებს, რომ მათ არა აქვთ მნიშვნელოვანი უპირატესობა, როგორც წინა წლებში. აქედან გამომდინარე, ასე დარწმუნებით ლაპარაკი არ შეიძლება. მათ, რა თქმა უნდა, სხვაზე უკეთესი შანსი შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და კონკურენციაც იზრდება“.

მისივე თქმით, არჩევნები განსაკუთრებით არაპროგნოზირებადია იმის გათვალისწინებით, რომ დიდია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც ჯერჯერობით არც ერთი კონკრეტული პარტიისკენ არ იხრებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG