Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა „ქართული“ უპილოტო თვითმფრინავი დაათვალიერა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო და შეაქო ქართველი სამხედრო კონსტრუქტორები, რომლებმაც ბოლო დროს რამდენიმე მაღალტექნოლოგიური სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ჯავშანმანქანები „დიდგორი“ და „ლაზიკა“ შექმნეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სისტემას, ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში გამოიცადა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უპილოტო თვითმფრინავების წარმოება საქართველოში გაგრძელდება, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საფრენ აპარატებს ექსპორტზეც გაიტანენ.
XS
SM
MD
LG