Accessibility links

ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება


ფოტო: Shutterstock

ფოტო: Shutterstock

ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება მას მერე, რაც ვადა გაუვიდა რუსეთსა და უკრაინას შორის კონტრაქტს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ნახევარკუნძულისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფდა. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 1 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დიდი ალბათობით აღარ განაახლებს კონტრაქტს, ვინაიდან უკრაინა კვლავაც მოითხოვს, რომ მასში ყირიმი მოხსენიებული იყოს, როგორც უკრაინის ნაწილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG