Accessibility links

logo-print

3 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე.

1 ნოემბერს, ღამით ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა XII საუკუნის კედლის მხატვრობა და, მათ შორის, თამარ მეფის ფრესკაც. თამარის ფრესკა სულ ოთხ ძეგლზეა შემორჩენილი და მათგან სამია საქართველოში.

ჭვარტლით დაფარული უნიკალური მხატვრობის დიაგნოსტიკისთვის სააგენტომ ადგილზე გაგზავნა სპეციალისტები, რომლებმაც გაწმენდის მეთოდი უნდა შეარჩიონ და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაატარონ. ადგილზე ჩასულები იყვნენ სამართალდამცველებიც. ვარძიის კომპლექსი ამ დროისთვის ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია.

რამდენად მძიმეა კედლის მხატვრობის დაზიანება, ვინ და როგორ იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უსაფრთხოებას, რას უპირისპირებს სახელმწიფო სასულიერო პირების მხრიდან რიგი ძეგლების იერსახის უკანონო ცვლილებებს და გახდება თუ არა ვარძიის ინციდენტი ძეგლების უფრო ეფექტურად დაცვის მექანიზმების შემოღების ინდიკატორი - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG