Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კავშირია ალკოჰოლს, მარიხუანასა და აზარტულ თამაშებს შორის


დავით ოთიაშვილი
დავით ოთიაშვილი

დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯიამ“, შემთხვევითი შერჩევის წესით, საქართველოში 4 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარების, ასევე, აზარტული თამაშების თემაზე.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა კვირაში 2-3-ჯერ სვამს ალკოჰოლურ სასმელს, მაღალია თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვიც, ხოლო კანაფი, იგივე მარიხუანა, საქართველოს მოსახლეობის 15-16%-ს ერთხელ მაინც გაუსინჯავს. ეს კვლევა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, 2015 წლის დეკემბერში ჩატარდა, ხოლო შედეგები 2016 წლის 28 ივლისს გამოქვეყნდა. კვლევის დეტალების შესახებ გიორგი გოგუა ესაუბრა ექიმ-ნარკოლოგ დავით ოთიაშვილს, „ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორს.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG