Accessibility links

logo-print
„სახელმწიფოს ფასი“ - priceofthestate.ge - ასეა დასათაურებული ვებსაიტი, რომელიც საჯარო ფინანსების კვლევის ინოვაციურ საშუალებას წარმოადგენს. საიტზე თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლებისა და დანახარჯების შესახებ; დეტალურადაა წარმოდგენილი, თუ რამდენს და რა მიმართულებით ხარჯავს სახელმწიფო და როგორ იცვლება ეს მონაცემები. არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ შექმნილი ეს საიტი ასევე იძლევა საშუალებას, ყოველმა მოქალაქემ გაიგოს, თუ რა უჯდება პირადად მას სახელმწიფოს შენახვა.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში“ განმარტავენ, რომ გადასახადის გადამხდელი მხოლოდ დასაქმებული პირი არ არის. თითოეული მოქალაქე გადასახადს იხდის მაშინაც, როცა ყიდულობს პროდუქტს ან მომსახურებას, იხდის დამატებული ღირებულების ან აქციზის გადასახადს. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროგრამების მენეჯერის ირინა გურულის თქმით, საქართველოში ხალხის უმეტესობისათვის პრაქტიკულად უცნობია მათ მიერ გადახდილი გადასახადებიდან რამდენი მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში და რაში იხარჯება ეს თანხები. მაინც რა უჯდება მოქალაქეს სახელმწიფოს შენახვა, თუ მისი ხელფასი, მაგალითად, 2000 ლარია, ხოლო ყოველთვიური დანახარჯი 1600 ლარი, საბანკო სესხის გადასახადი შეადგენს 400, ტრანსპორტის ხარჯი კი 200 ლარს, კვირის განმავლობაში ყიდულობს ორ კოლოფ სიგარეტს, ორ ბოთლ ლუდსა და ერთ ბოთლ ღვინოს? ირინა გურულის თქმით, საიტზე არსებული სპეციალური კალკულატორის საშუალებით შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რა უჯდება ამ ვირტუალურ მოქალაქეს სახელმწიფოს შენახვა:

ამ „ჩეკის“ მიხედვით, აღმოაჩენთ, რომ უფასო არაფერი არ არის და ყველაფერში ფულს ვიხდით. ყველაზე ძვირი არის ადგილობრივი ბიუჯეტები - 285 ლარი გვიჯდება წელიწადში. მას მოსდევს პენსიები და საგზაო ინფრასტრუქტურა...
„ამ მონაცემების მიხედვით, თვეში გადასახადი 655 ლარი და 18 თეთრია, რაც აღემატება საშემოსავლო გადასახადს, რომელიც 400 ლარია. ეს ნიშნავს იმას, რომ 8-საათიან სამუშაო დღეში 5 სთ-სა და 23 წთ-ს ვმუშაობთ ჩვენთვის, ხოლო 2 სთ-სა და 37 წთ-ს სახელმწიფოსთვის“.

გარდა ამისა, საიტზე priceofthestate.ge შესული მოქალაქე შეძლებს მოიძიოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია სახელმწიფოს ბიუჯეტი, რამდენს აგროვებს სახელმწიფო გადასახადებების სახით, რამდენია სახელმწიფოს ვალი და რამდენს იხდის მოქალაქე ამ ვალის დასაფარად ან საჯარო მოსამსახურეების შრომის ასანაზღაურებლად. ირინა გურულის თქმით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება ეგრეთ წოდებული „სახელმწიფო სერვისების ჩეკიდან“:

„ამ „ჩეკის“ მიხედვით, აღმოაჩენთ, რომ უფასო არაფერი არ არის და ყველაფერში ფულს ვიხდით. ყველაზე ძვირი არის ადგილობრივი ბიუჯეტები - 285 ლარი გვიჯდება წელიწადში. მას მოსდევს პენსიები და საგზაო ინფრასტრუქტურა (231-231 ლარი). ყველაზე იაფი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება (6 ლარი) და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება, რაც მხოლოდ 9 ლარი გვიჯდება წელიწადში“.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში“ იმედოვნებენ, რომ საიტის აქტიური მომხმარებლები იოლად შეძლებენ მათი გადასახადებით მოქმედი მთავრობის ეფექტიან კონტროლს. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა:

ჩვენ გვჯერა, რომ ვებგვერდი "სახელმწიფოს ფასი" საზოგადოებას მისცემს მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხარჯავს მთავრობა საზოგადო ფულს. რაც უფრო მეტად იქნებიან მოქალაქეები გარკვეული საბიუჯეტო პროცესებში, მით უფრო მეტი მოთხოვნილება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში...
„ეს ყველაფერი აძლევს მოქალაქეს იმის საშუალებას, რომ გაიაზროს: სახელმწიფო კი არ გვარჩენს ჩვენ, არამედ, პირიქით, ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში პროგრესი იყოს და რეფორმები განხორციელდეს. ამიტომ სრული უფლება გვაქვს მოვითხოვოთ ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმების განხორციელება, წინსვლა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა მთავრობის მხრიდან, რაც მისცემს ადამიანებს იმის საშუალებას, რომ გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები არა ერთჯერადი ღონისძიებებით, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში“.

ნინო ევგენიძის თქმით, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროექტი „სახელმწიფოს ფასი“ დააფინანსა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, რომლის პროგრამის (G-PAC - საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში) ხელმძღვანელის მარკ ლასმანის თქმით, აღნიშნულ საკითხში სლოვაკეთის წარმატებული გამოცდილება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა:

"ჩვენ გვჯერა, რომ ვებგვერდი "სახელმწიფოს ფასი" საზოგადოებას მისცემს მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხარჯავს მთავრობა საზოგადო ფულს. რაც უფრო მეტად იქნებიან მოქალაქეები გარკვეული საბიუჯეტო პროცესებში, მით უფრო მეტი მოთხოვნილება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში. ეს ყველაფერი კი უფრო გამჭვირვალესა და პასუხისმგებლურს გახდის მთავრობის დანახარჯებს".

მარკ ლასმანის თქმით, საიტი უთუოდ დაეხმარება საზოგადოებას სამოქალაქო ცნობიერების გაზრდასა და იმის გააზრებაში, რომ უშუალოდ ისინი ქმნიან იმ საზოგადოებრივ სიკეთეებს, რომელსაც მთავრობა ანაწილებს. G-PAC-ის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა ლაშხი დარწმუნებულია, რომ საიტის მომხმარებლები მეტად თავდაჯერებულნი იქნებიან მთავრობასთან ურთიერთობის დროს.

„მათ აქვთ უფლება მოსთხოვონ მთავრობას უფრო მეტი, მაგალითად, უკეთესი გზის დაგება. ხშირად საზოგადოებრივი სიკეთეები აღიქმება როგორც ვიღაცის მიერ ჩვენთვის - მოქალაქეებისთვის - გაკეთებული საჩუქარი. რეალურად კი ეს ჩვენ მიერვეა შექმნილი“, უთხრა ირინა ლაშხმა რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG