Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთე/რთ-ის ხელმძღვანელობა გმობს მოსკოვის ბიუროზე ზეწოლას


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინა
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინა

პარასკევს საღამოს ორმა უცნობმა პირმა, რომელმაც თავი ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“-ს კორესპონდენტებად წარმოადგინა, პირადი ხასიათის კომენტარები სთხოვა მოსკოვში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუროს ხელმძღვანელს. მიუხედავად საუბარზე უარისა, ისინი შეეცადნენ ვიდეოზე გადაეღოთ საუბარი ჟურნალისტის ბინის კარებთან. ისინი მოითხოვდნენ კომენტარს ინფორმაციაზე, რომელიც, მათი თქმით, მიიღეს „რადიო თავისუფლების ყოფილი თანამშრომლებისგან“.

რადიოკორპორაციის მთავარმა რედაქტორმა ნენად პეიჩმა მომხდარს „დაშინების საზიზღარი მცდელობა“ უწოდა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“-ს, რომელიც Gazprom Media-ს მფლობელობაშია, არაერთხელ მიუმართავს ცილისწამების კამპანიებისთვის რუსეთის ოპოზიციის, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ერთი კვირის წინ მეორე არხზე, დმიტრი კისელიოვის პროგრამაში, ჩართული იყო სიუჟეტი, რომელშიც რთე/რთ-ის თანამშრომლები წარმოდგენილი იყვნენ, როგორც რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი უცხოეთის აგენტები. პროგრამაში კისელიოვმა გამოაცხადა, რომ მალე ეთერში გადაიცემა დოკუმენტური ფილმი აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობის შესახებ.

რთე/რთ-ის რუსული სამსახური პრაღის სათაო ოფისიდან და მოსკოვის ბიუროდან აწარმოებს მაუწყებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG