Accessibility links

"მეათე სტუდიაში" დღეს გიამბობთ იმაზე, თუ რა გაკეთდა საქართველოში ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისათვის სამწლიანი პროგრამის შედეგად. შემოგთავაზებთ რეპორტაჟს აბასთუმნიდან - კურორტი, როგორც ირკვევა, წელსაც მოუმზადებელი ხვდება ტურისტებს. 7 მაისს თბილისში დაკრძალეს გამოჩენილი რეჟისორი, რეზო ჩხეიძე. ჩვენ გავიხსენებთ მის ფილმებს, მათ შორის, "ჯარისკაცის მამას", ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სურათს მეორე მსოფლიოს ომზე შექმნილი ფილმებიდან. მეორე მსოფლიო ომზე, ევროპაში მისი დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვესაუბრებით პარიზში მოღვაწე ჟურნალისტს, ლაშა ოთხმეზურს. ის არის თანაავტორი საფრანგეთში გამოცემული წიგნისა „ჟუკოვი - კაცი, რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG