Accessibility links

logo-print

საერთაშორისო კოალიციამ "ისლამური სახელმწიფოს" ბაზა გაანადგურა რამადისთან


აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის ავიაციამ საავიაციო დარტყმით ერაყის ქალაქ რამადის მახლობლად ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ერთ-ერთი სამეთაურო ბაზა გაანადგურა. გაერთიანებული სწრაფი რეაგირების ძალების მიერ 9 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყის ამ წერტილში მდებარე ბაზიდან ექსტრემისტები იარაღით მარაგდებოდნენ. კოალიციის სამხედრო ოპერაციაში ერაყის არმიასთან ერთად შიიტური სახალხო ლაშქარი და სუნიტი მოხალისეებიც მონაწილეობდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG