Accessibility links

logo-print

ერაყის ჯარი იერიშს ახორციელებს ქალაქ რამადის ცენტრზე


რამადი

რამადი

ერაყის ჯარი იერიშს ახორციელებს ქალაქ რამადის ცენტრზე, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ქალაქის გასათავისუფლებლად. კონტრტერორისტული შენაერთის პრესმდივანმა 22 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ერაყის ჯარები წინ მიიწევენ მთავრობის შენობების კომპლექსისაკენ. ამავე წყაროს ცნობით, ხმელეთზე იერიშს მხარდაჭერას უწევენ ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალები. ოპერაცია ბაღდადის დასავლეთით, 100-მდე კილომეტრში მდებარე რამადიზე კონტროლის აღსადგენად, გასული თვის დასაწყისში დაიწყო. ისლამისტმა ექსტრემისტებმა წელს მაისში დაიპყრეს რამადი - ანბარის პროვინციის დედაქალაქი, რაც მძიმე დარტყმა იყო ერაყის ისედაც სუსტი ცენტრალური ხელისუფლებისათვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG