Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად თავისუფალია პოლიცია პოლიტიკური გავლენებისგან?


რამდენად თავისუფალია პოლიცია პოლიტიკური გავლენებისგან?
please wait

No media source currently available

0:00 0:15:39 0:00

5 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენლები, მარიამ მხატვარი და გურამ იმნაძე. ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანია პოლიციის სისტემაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის შესწავლა.  კვლევა სამნაწილიანია და მასში განხილულია:  1) შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საკადრო პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული რეგულირებები;  2) საპოლიციო პრაქტიკა და კონკრეტულ საქმეებში გამოვლენილი პრობლემური საპოლიციო ინსტრუმენტები;  3) სამინისტროს ხელმძღვანელების საჯარო გამოსვლების კრიტიკული ანალიზი.  კვლევის ძირითად მიგნებას წარმოადგენს ის, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, პოლიციაში არ არის მყარი ინსტიტუციური საფუძვლები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისთვის და ძირითადად მისი მიღწევა ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG