Accessibility links

logo-print

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტის მკვიდრთა 92% ცხოვრობს გარემოში, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს აღემატება.

რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში კი ისიც ეწერა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა ყოველ 100 ათას მოსახლეზე ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, მაგალითად, თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ჭარბი გამონაბოლქვია და ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 2004 წლის შემდეგ აღარ არსებობს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალირება. როგორია ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და რა ზეგავლენას ახდენს ის ადამიანების ჯანმრთელობაზე, რა რეკომენდაციებს იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და რამდენად საგანგაშოა ვითარება საქართველოში - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლებამ რამდენიმე კითხვით მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მრჩეველს, ნია გიგუაშვილს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG