Accessibility links

logo-print

რას მოელის ჯონ კერი ირანთან მიღწეული შეთანხმებისგან


ჯონ კერი

ჯონ კერი

14 ივლისს ვენიდან გავრცელდა ირანის შესახებ ინფორმაცია, რომლის კონტექსტშიც არაერთხელ გაისმა ცნება „ისტორიული“. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ (აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა, რუსეთმა და გერმანიამ) მოლაპარაკების მარათონის შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. გადაწყდა, რომ ირანი თავის ბირთვულ პროგრამას შეზღუდავს, მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

ცნება „ისტორიული“ იხმარა, ოღონდ უარყოფით კონტექსტში, ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც, ბენიამინ ნეტანიაჰუმ. მან „ისტორიული განზომილების მძიმე შეცდომად“ მოიხსენია ირანთან შეთანხმება, რადგან ის, ნეტანიაჰუს აზრით, თეირანს გზას უხსნის ბირთვული იარაღის შექმნისაკენ. შეთანხმებას სხვა მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მათ შორის, ვაშინგტონსა და თეირანში.

რა არგუმენტები აქვს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მონაწილეს და შეთანხმების აქტიურ მომხრეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის, სკეპტიკოსების დასარწმუნებლად? ამის გასარკვევად ჯონ კერის მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში ესაუბრა ჩვენი პარტნიორი რადიოს, „ამერიკის“ ხმის, სპარსული სამსახურის კორესპონდენტი სეტარეჰ დერაქშეში. „მეათე სტუდიაში“ გთავაზობთ მათი საუბრის შემოკლებულ ვერსიას და ვიწყებთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პასუხით შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, ნაადრევად ხომ არ გაუხარდათ ირანელებს, რომლებმაც ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ თეირანის ქუჩებში სპონტანურად დაიწყეს ზეიმი? ასეა თუ ისე, შეთანხმება (იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს) ჯერ არ დაუმტკიცებიათ შეერთებული შტატების კონგრესსა და ირანისუზენაეს საბჭოს...

მაშ ასე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, პასუხი:

„არა, არა მგონია ხალხისთვის ოდესმე იყოს ნაადრევი თავისი ემოციების გამოხატვა და მისთვის ყურის დაგდება იმის გასაგებად, თუ რა დამოკიდებულება აქვს ნებისმიერი შეთანხმების მიმართ. შესაძლოა, ამან გარკვეული გავლენა მოახდინოს სხვების ხედვაზე და მათ გააგებინოს, რა ემოციებს იწვევს ეს (შეთანხმება) ირანელ ხალხში. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს მესიჯი პოზიტიურია, მაგრამ არ ვიტყოდი, ნაადრევია-მეთქი. იმედი მაქვს, რომ კონგრესი დაინახავს ამასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს და ირანის უზენაესი საბჭო დაინახავს შესაძლებლობებს“.

„ამერიკის ხმა“: თქვენ მოლაპარაკება აწარმოეთ შეთანხმებაზე მხოლოდ და მხოლოდ ბირთვულ საკითხთან მიმართებით. არ შეხებიხართ სხვა საკითხებს, მაშინ როცა ირანელები ძალიან ბევრს მოელიან ამ შეთანხმებისაგან. მათ იმედი აქვთ და მოელიან, რომ შეიცვლება ეკონომიკა, შეიცვლებაცხოვრების წესი, შეიცვლება მათი ყოველდღიური ცხოვრება. გაწუხებთ ის, რომ ხალხს, რომელსაც ასეთი დიდი მოლოდინი აქვს, შესაძლოა იმედი გაუცრუვდეს?

ჯონ კერი: „არა! მე ვფიქრობ, რომ თუ შეთანხმება დამტკიცდება და სრულად განხორციელდება, ირანელი ხალხი იხილავს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ნახავს, რომ გაუქმდება სანქციები, რომლებიც წინ ეღობებოდა ვაჭრობას, მოგზაურობას, ინვესტიციებს - ბევრ სხვა რამეს. ასე რომ, ბევრი კარგი რამ შეიძლება მოხდეს, თუ ეს შეთანხმება სრულად განხორციელდა“.

„ამერიკის ხმა“: რას ეტყოდით იმათ, ვინც იმედოვნებს და ვინც მოელის, რომ ეს შეთანხმება დაეხმარება ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიულ რეფორმებს? საქმეს ჯერ არ უჩანს ისეთი პირი, რომ (თეირანში) ევინის ციხის კარები მალე გაიღება...

ცხადია, ეს უნდა მოვსინჯოთ. გარედან ასე ჩანს. მესმის, განცხადება საკმაოდ ნეგატიური და საკმაოდ დრამატული იყო და არა მაქვს საფუძველი სხვაგვარი დასკვნა გამოვიტანო. მაგრამ გლობალურ საკითხებში ოპტიმისტი ვარ - ვარ ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ის, რაც დღეს მოისმინე, შეიძლება აღარ მოისმინო ორ თვეში ან 10 თვეში და მერე...

ჯონ კერი: „იცით, ეს შეთანხმება, როგორც ადრეც გვითქვამს ...ჩვენ რომ ირანსა და მსოფლიო თანამეგობრობას ან შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობის ბევრი საკითხი განგვეხილა, მოლაპარაკებები 10 წელი გაგრძელდებოდა და ვერაფერს მივაღწევდით. არადა, ამდენი დრო არა გვაქვს ბირთვული საკითხის გამო (...) საჭირო იყო მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება და, როგორც ვიცით, ამ ძალისხმევამ ოთხი წელი გასტანა. ასე რომ, ეს ძალიან რთული იყო, ძალიან რთული საკითხი და ვფიქრობ, რომ, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეწყვეტს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერას (...) მაგრამ საჭირო იყო ამ შეთანხმებით თავიდან მოგვეცილებინა ბირთვული პროგრამის საკითხი, რადგან გვემუქრებოდა მთელ რეგიონში გამალებული ბირთვული შეიარაღების დაწყების საფრთხე. და ეს არავის კარგს არაფერს მოუტანდა. ასე რომ, შევარჩიეთ პრიორიტეტი, ფოკუსირება მოვახდინეთ პრიორიტეტზე, ჩვენ ვსპობთ ბირთვული იარაღის გარშემო კონფლიქტის პოტენციალს - თუ (შეთანხმებას) მისაღებად მიიჩნევს კონგრესი, მისაღებად მიიჩნევს მეჯლისი და თუ ის განხორციელდება... თუ ეს მოხდება, ვფიქრობ, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება“.

„ამერიკის ხმა“: შაბათს ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ მიმდინარეობს აშშ-თან მოლაპარაკება სხვა გლობალურ და რეგიონალურ საკითხებზე. მან ისიც კი თქვა, რომ ლოზუნგი „სიკვდილი ამერიკას“ კვლავაც გაიჟღერებს თეირანის ქუჩებში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირანის საელჩო აქ, ვაშინგტონში, დახურული დარჩება და არ იქნება ამერიკა-ირანის კულტურული ურთიერთობა და ახლო მომავალში არ უნდა მოველოდეთ შეერთებული შტატებიდან ბიზნესკომპანიების ირანში ჩასვლას?..

ჯონ კერი: „ცხადია, ეს უნდა მოვსინჯოთ. გარედან ასე ჩანს. მესმის, განცხადება საკმაოდ ნეგატიური და საკმაოდ დრამატული იყო და არა მაქვს საფუძველი სხვაგვარი დასკვნა გამოვიტანო. მაგრამ გლობალურ საკითხებში ოპტიმისტი ვარ - ვარ ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ის, რაც დღეს მოისმინე, შეიძლება აღარ მოისმინო ორ თვეში ან 10 თვეში და მერე... უბრალოდ, არ ვიცი! ამჟამად ამაზე არ ვართ ფოკუსირებული. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ბირთვულ შეთანხმებაზე და გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა სხვა ნაბიჯებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. თუ ჩავთვლით, რომ ისინი ზღუდავს ჩვენი მეგობრების უსაფრთხოებას ან ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭირო იქნება“.

„ამერიკის ხმა“: ჩვენ შევეხეთ დიდ მოლოდინს საკუთრივ ირანში. როგორ ფიქრობთ, რეალისტურად, როდის ამოქმედდება ეს შეთანხმება და როდის იხილავენ ადამიანები რეალურ ცვლილებებს თავიანთ ცხოვრებაში?

ჯონ კერი: „იცით, კონგრესს 60 დღე აქვს. ასე რომ, დაახლოებით 19 სექტემბერს უნდა მოველოდეთ (ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების შესახებ) კენჭისყრას. თუ მას მხარს დაუჭერენ, ეს იქნება დღე, როცა შეთანხმება ამოქმედდება და ამის შემდეგ არის გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ირანმა უნდა გადადგას და რომლებიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ უნდა გადადგას. და ეს საკითხები უნდა მოგვარდეს, - ყველა მათგანი, - სანამ სანქციების შემსუბუქება დაიწყება. ასე რომ, (შეთანხმების ამოქმედებას) უნდა მოველოდეთ დაახლოებით ექვს თვეში. ძნელია ზუსტად თქმა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება. მაგრამ არა მგონია, მანამდე რაიმე ცვლილება იგრძნონ. ვფიქრობ, სექტემბერი იქნება გადამწყვეტი მომენტი, როცა ხალხი დაინახავს, ეს (შეთანხმება) მართლაც განხორციელდება თუ არა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG