Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოიტანს მორატორიუმი


ნატა ფერაძის შიმშილობის აქცია მერიის წინ
ნატა ფერაძის შიმშილობის აქცია მერიის წინ

20 აგვისტოს თბილისის მერმა ქალაქში ხეების მოჭრაზე ათდღიანი მორატორიუმი გამოაცხადა. მორატორიუმის მიზანიარსებული კანონების კიდევ ერთხელ გადახედვაა. ჯერჯერობით მერია და გარემოსდამცველები კანონის განსახილველად არ შეკრებილან. მოძრაობა „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენელი ნატა ფერაძე ამბობს, რომ ათდღიანი ვადა რეალურად ვერაფერს შეცვლის.

რას მოიტანს მორატორიუმი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:31 0:00
გადმოწერა

ნატა ფერაძე უკვე მეექვსე დღეა თბილისის მერიის წინ შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმას მან მას შემდეგ მიმართა, რაც ყაზბეგის № 22–ში მრავალწლიანი ხეები მოიჭრა. ნატა ფერაძე თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო სულხანიშვილისა, და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის, გადადგომას ითხოვს. რაც შეეხება მორატორიუმს, რომელიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხეების ჭრაზე გამოაცხადა, ფერაძე ამბობს, რომ ამგვარი ღონიძიებები მხოლოდ ომშია ქმედითი:

„ათდღიანი მორატორიუმი ძალიან კარგია ომში, როცა ცოტა ხანი დაზარალებულებს საკვები უნდა მიაწოდო. ნარმანიამ აღიარა ამით, რომ, ფაქტობრივად, ეომება ქალაქს და ათი დღე ხეებს არ მოჭრის. ათდღიანი მორატორიუმი იმისთვის იქნებოდა საკმარისი, რომ ჩამოსულიყო და დაგვეწყო მოლაპარაკება, თუ რა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია. ამ ზოგადი განცხადების გარდა, არაფერი გაგვიგია. ამიტომ მე ვაგრძელებ შიმშილობას და არაერთი ადამიანი აგრძელებს პროტესტს“.

შიმშილობის მეექვსე დღე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

„პარტიზანი მებაღეების“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, მარიამ ბაქრაძე, ამბობს, რომ რეალური შედეგის მისაღებად უშუალოდ სტრუქტურის რეორგანიზაციაა საჭირო:

„არავინ შეკრებილა, არც ჩვენთვის მოუმართავს ვინმეს. თუ ისევ ისე გააკეთებენ, რომ ვინც აწყობთ, იმას დაპატიჟებენ... ჩვენც ვყოფილვართ მათ კაბინეტებში, იყო რაღაც კომისიები, ისა, ესა, მაგრამ რეალური შედეგი ამ ყველაფერს არ მოჰყოლია“.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ როცა მოკლევადიანი მორატორიუმი ცხადდება, მერიამ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს მოლაპარაკების გრაფიკი. ამგვარი გრაფიკი, ანუ მოლაპარაკებაზე მიწვევა ორგანიზაციას ჯერ არ მიუღია. რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ მთავარია მოლაპარაკებებში გადაწყვეტილების მიმღები პირები ჩაერთონ და ქალაქის გამწვანებისთვის ადეკვატური ფინანსები გამოიყოს:

მოჭრილი ხეები
მოჭრილი ხეები

„ამ ფინანსების უკან ყოველთვის დგას პოლიტიკური ნება. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ათ დღეში, თუ შესაძლებელია, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: არის თუ არა გამწვანება პრიორიტეტი? იქნება თუ არა შესაბამისი დაფინანსება? ამის შემდეგ ყველაფერი მუშაობის საკითხია. ტექნიკურად ყველაფრის გადაჭრა შეიძლება“.

თბილისის საკრებულოს წევრებმა კი მოითხოვეს, აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით მერი ანგარიშით წარდგეს. მათ ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, ერთი მეოთხედი, შეაგროვეს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა არსებული პრობლემები:

„თბილისის მერიაში გვაქვს ბევრი სისტემური ხარვეზი, რომელზეც თბილისის მერი და თბილისის მერიის ხელმძღვანელობა, სამწუხაროდ, პასუხისმგებლობას არ იღებს, ამიტომ ჩემს კოლეგებთან ერთად საკრებულოში ჩვენ ხუთშაბათს ვიბარებთ თბილისის მერს“.

რაც შეეხება სტატისტიკას, ქალაქის მერიის მიერ დაწერილ სტრატეგიაში მოცემულია შემდეგი ციფრები: საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებული ნორმატიული აქტებით, თბილისშიერთ მოსახლეზე 15 მ² გამწვანებული ადგილი უნდა მოდიოდეს. უკვე2001 წლისთვის ეს რაოდენობასავალალოდიყო შემცირებული, კერძოდ, ერთ მოქალაქეზე მხოლოდ 5.6 მ² გამწვანებული ადგილი მოდიოდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG