ჯოყოლოსა და ალვანის ქალების ამბავი
ძლიერი და ამაყი ქალების ამბავი, ქალებისა, რომლებსაც მთების გადადგმა შეუძლიათ, რომლებიც ცვლილებებს ითხოვენ და მზად არიან ამ ცვლილებებისთვის ძალ-ღონე არ დაიშურონ. შრომობენ თავდაუზოგავად ოჯახსა თუ მეურნეობებში, თან ფარდაგებს ქსოვენ, ნაბდებს თელავენ და თან სათემო საქმეებს ეჭიდებიან... მათთან ხუმრობა არ გამოვა და რასაც ითხოვენ ხელისუფლებისგან, იმედია, მიიღებენ კიდეც. ამაზე კი ერთად ვილაპარაკებთ ისევ რადიო თავისუფლების ეთერში მაშინ, როცა მიცემული ვადა გაივლის. ნახეთ და მოუსმინეთ ბელა მუთოშვილს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოდან, და თამარ ბუჩაიძეს, სოფელ ქვემო ალვანის თემიდან. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
დაწერეთ კომენტარი