Accessibility links

logo-print

“ვარდების რევოლუციის” 10 წელი


2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში დასრულდა ედუარდ შევარდნაძის მმართველოს ხანა. ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ადამიანები, რომელთა სახელს უკავშირდება ე.წ. “ვარდების რევიოლუცია” - გაყალბებული არჩევნების მიმართ გამოხატული პროტესტი, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლა და სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის გუნდის ტრიუმფი. მას შემდეგ “ვარდების რევოლუციას” საქართველოში ყოველწლიურად აღნიშნავდნენ. თუმცა ქვეყნის სათავეში დღეს მოვიდა გუნდი, რომლის ნაწილი 23 ნოემბრის მოვლენებს ნეგატიურად აფასებს, ნაწილი კი არ ემიჯნება “ვარდების რევოლუციის” იდეალებს. ამ უკანასკნელთ მიეკუთვნება რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენი დღევანდელი სტუმარია.
XS
SM
MD
LG