Accessibility links

logo-print
“თურქეთი არაა მაიმუნი, რომელმაც დასავლეთს უნდა მიბაძოს” - ამბობს მუსტაფა ათათურქი 30-იან წლებში. ამას ამბობს და ოპერების მშენებლობას იწყებს. ამ მშენებლობას აგრძელებს სიცოცხლის ბოლომდე - 1938 წლამდე, როცა ყველა თურქის მამა ციროზით გარდაიცვალა. ანკარის ოპერის მშენებლობას, ისტორიის გამოგონებას, დასავლეთთან ურთიერთობას და სეკულარიზმის დამკვიდრებას ეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, რომელიც მთლიანად ანკარაშია გადაღებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG