Accessibility links

logo-print
ამ ორმა გენიოსმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა მსოფლიო საოპერო დასებს, მუსიკალურ ფესტივალებს - ვაგნერისა და ვერდის თაყვანისმცემლები ეჭვიანი ხალხი აღმოჩნდა. მაგალითად, მილანის ლა სკალამ სეზონი ვაგნერის ოპერის პრემიერით გახსნა, რის გამოც თეატრის ადმინისტრაცია “პატრიოტიზმის დეფიციტში” დაადანაშაულეს. ვერდისა და ვაგნერის იუბილეების დამთხვევას მოჰყვა ამ ორი კომპოზიტორის შედარების ცდუნება, რასაც თანამედროვე მუსიკალური სამყარო ვერ გაექცა. ვერც ჩვენ შევძელით ეს - გადავწყვიტეთ, 2013 წლის ხელოვნების 2 მთავარი მოვლენა გაგვემთლიანებინა და წარმოგვედგინა, როგორც ორი განსხვავებული მუსიკალური კონცეფციის ერთობლივი იუბილე “წითელი ზონის” მორიგ გადაცემაში, რომლის სტუმარია ფილოსოფოსი ლუკა ნახუცრიშვილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG