Accessibility links

logo-print

ფოტოგრაფია დღეს მოდაშია − უკვე პრაქტიკულად ყველას შეუძლია, მოიმარჯვოს კამერა ან, სულაც, ტელეფონი და „გახდეს ფოტოგრაფი“. დროის აღბეჭდვის და შეჩერების ვნება იმდენად ბუნებრივად აღიქმება, რომ აღარც არავის უკვირს, თუ ვინმე საკუთარ თავს უღებს სურათს. მით უფრო საინტერესო ხდება საუბარი ფოტოგრაფიის ბუნებაზე, ფოტოსურათის მაგიურ ძალაზე. „წითელი ზონის“ დღევანდელ გამოშვებაში თბილისის ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე ისაუბრებს ფოტოხელოვნების შესაძლებლობებზე და შეეცდება ახსნას, რა იზიდავს, რა ხიბლავს ადამიანს ფოტოგრაფიაში. გადაცემას გიორგი გვახარია უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG