Accessibility links

არაერთხელ გაგვიგია: "ნიკო ფიროსმანის ნიჭმა სარდაფიდან ამოანათა"... ამას როცა ამბობენ, ფიროსმანის გენიალურობას კი უსვამენ ხაზს, მაგრამ მაინც არ ივიწყებენ, რომ ფიროსმანი სარდაფების, სამიკიტნოების მხატვარი იყო. რატომ მიმართავდნენ საქართველოში ფიროსმანის ეგზოტიზაციას? ვის აქვს უფლება მეოცე საუკუნის ქართული კულტურის ამ გენიალურ წარმომადგენელს "გაუნათლებელი", ანდა თუნდაც "თვითნასწავლი" უწოდოს? გადაცემა, რომელიც ნიკო ფიროსმანის და მისი თანამედროვე ქართველი მხატვრების შემოქმედებას ეძღვნება, საქართველოს ეროვნულ სამხატვრო გალერეაშია ჩაწერილი. გიორგი გვახარიას სტუმარია ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG