Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბერიოზკები“ და „ციცინათელები“ – დეფიციტური საქონელი საბჭოთა სივრცეში


ეკონომიკური თანასწორობის მიღწევა საბჭოთა ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მიზნად განიხილებოდა, თუმცა იმავე საბჭოთა კავშირში ეკონომიკის კრიზისთან ერთად გაჩნდა „ჩეკების მაღაზიები“, დეფიციტური იმპორტული საქონლით, რომლის შეძენა, როგორც წესი, მხოლოდ პარტიულ ელიტას და მასთან დაახლოებულ პირებს შეეძლოთ. ეს მაღაზიები გაიხსნა მოსკოვში, მაღაზია „ბერიოზკაში“, თბილისში – „ციცინათელაში“. თავდაპირველად საქონელი უცხოურ ვალუტაზე იყიდებოდა, თუმცა მალევე შემოიღეს „ვნეშტორგბანკის ჩეკები“, რომლებიც „შავ ბაზარზე“ გამოჩნდა. იყო თუ არა „ბერიოზკების სისტემა“ ეკონომიკური თანასწორობის იდეის უარყოფა, რამდენად გამოხატავდა ის საბჭოთა ეკონომიკის კოლაფსს გასული საუკუნის 80-იან წლებში – ამ თემებზე ისაუბრებს „წითელ ზონაში” ეკონომისტი გიორგი პაპავა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG