Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო რეფორმას


რეფერენდუმი ერევანში
რეფერენდუმი ერევანში

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ წინასწარი შედეგებით რეფერენდუმზე დასმულ შეკითხვას საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ, 63.5%-მა დაუჭირა მხარი. მთავრობამ 6 დეკემბერს დანიშნა რეფერენდუმი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით. მან განაცხადა, რომ ეს ცვლილებები „უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლობას ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის“ და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვას. სომხეთის ეროვნული კონგრესი და სხვა ოპოზიციური ჯგუფები რეფორმების წინააღმდეგ ატარებდნენ კამპანიას და აცხადებდნენ, რომ ეს ინიციატივა არის სარქისიანის მცდელობა, ხელისუფლებაში დარჩეს მას შემდეგ, რაც 2018 წელს ამოიწურება მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა. გასულ კვირაში სარქისიანმა უარი თქვა, გამოერიცხა პრემიერ-მინისტრად ან პარლამენტის სპიკერად დანიშვნის შესაძლებლობა ცვლილებების მიღების შემთხვევაში. მან 6 დეკემბერს კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგაც არ უპასუხა ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ „ყველა კითხვას არჩევნების შემდეგ გასცემს პასუხს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG