Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტი მსჯელობს დიდი ბრიტანეთის კავშირში დარჩენის პირობებზე


მოელიან, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები მიაღწევენ შეთანხმებას, რაც შესაძლებლობას მისცემს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს, რომ, რაც შეიძლება მალე, დაახლოებით ივნისში დანიშნოს რეფერენდუმი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის თაობაზე. 18-19 თებერვლის სამიტი ბრიუსელში წარმოადგენს კულმინაციას იმ მრავალკვირიანი მოლაპარაკებებისა, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსის მიღწევას. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა შეიმუშავა იმ აუცილებელი რეფორმების წინადადებათა პაკეტი, რამაც უნდა შეაჩეროს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, „ბრექსიტი“, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება მთლიანად ევროპის ბლოკისათვის. რეფორმების ერთ-ერთი მიმართულება ცალკეული წევრების უფლებამოსილების გაზრდას და, მიგრანტების შემთხვევაში, ბრიუსელისაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შეეხება. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი საბოლოო კომპრომისის მისაღწევად, თუმცა, რჩება გარკვეული დეტალები, რომლებზეც 28 წევრისაგან შემდგარი ბლოკის საბოლოო გადაწყვეტილება 19 თებერვლის დილით გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG