Accessibility links

logo-print
დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა დასაქმების პროგრამა, რომელშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 23 ათასამდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ აერჩიათ 70-მდე სამუშაოს სახეობიდან ერთი სასურველი ვაკანსია და გასამრჯელოს სახით მიეღოთ 500-500 ლარი. საინტერესოა, რას ფიქრობენ დასაქმების პროგრამის შესახებ სტუდენტები და მათი დამსაქმებლები, რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა მათთვის პროგრამაში მონაწილეობა. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, ახალციხიდან და ბათუმიდან.
XS
SM
MD
LG