Accessibility links

განმეორებითი კენჭისყრა და საკადრო ცვლილებები რეგიონებში


სიღნაღი

სიღნაღი

სამი ერთმანდატიანი ოლქის - გორის, ხაშურისა და სიღნაღის - 11 უბანზე კვირას, 14 ოქტომბერს, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა. დღეს კი, 16 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა იმერეთში, კახეთში, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმში ახალი გუბერნატორები დანიშნა. გუბერნატორები გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყოფილი მინისტრები: კახეთში - ზურაბ ჭიაბერაშვილი, იმერეთში - ვახტანგ ბალავაძე, სამეგრელოში - ზაზა გოროზია და რაჭა-ლეჩხუმში - ყოფილი დეპუტატი გიორგი ჭელიძე. ”რეგიონალურ მაცნეში” დღეს სწორედ ამ მოვლენებზე გვექნება საუბარი. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს გორიდან, სიღნაღიდან, ახალციხიდან და ქუთაისიდან.
XS
SM
MD
LG