Accessibility links

ფინანსთა სამინისტრო საბჭოთა ანაბრების ვალის მოცულობის დადგენას აპირებს და ამისათვის სპეციალური კომისიის ფარგლებში მუშაობას იწყებს. თუმცა თემა კომპლექსურია და ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, როგორ და რა ვადებში იქნება შესაძლებელი ვალის დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ანაბრების დაბრუნების პერსპექტივა ყოველთვის ბუნდოვანი იყო, პრობლემას მოსახლეობისთვის სიმწვავე და აქტუალობა არ დაუკარგავს. ამ თემას შეეხება ჩვენი დღევანდელი ”რეგიონალური მაცნეც”. გთავაზობთ სიუჟეტებს ზუგდიდიდან, ლაგოდეხიდან, ქუთაისიდან და ახალციხიდან.
XS
SM
MD
LG