Accessibility links

logo-print
სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ვაუჩერების გაცემა გორის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. მთავრობის დახმარებას როგორც სოფლად, ისე ქალაქში მცხოვრები ოჯახებიც მიიღებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ვაუჩერის გამოყენება სამი მიმართულებით შეიძლება: მის მფლობელს შეუძლია საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისას მექანიზატორთან ანგარიშსწორება მოახდინოს, სასუქის შესაძენად გამოიყენოს ან ივნისიდან ფულად აქციოს.
სოფლად მცხოვრებლებისთვის ვაუჩერების გაცემის პროცესი თითქმის მთლიანად დასრულდა.

გლეხების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ 30 ლარიანი დახმარებით მიწის ფართობების დამუშავება შეუძლებელი იქნება, ვაუჩერით ვერც სასუქს შეიძენენ, რადგან ერთი ტომრის ფასი 45 ლარს შეადგენს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა ტოლიაშვილი მოსახლეობის ამ ნაწილის პრეტენზიებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მოსახლეობას შეძლებისდაგვარად ეხმარება, საჩუქრის მიღებაზე კი უარი ჯერ არავის უთქვამს.

სოფლებში ახლა გამოდარებას ელოდებიან სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად. გორის რაიონში მიწის მფლობელების უმრავლესობას 1 ჰექტარზე მეტი ფართობი აქვს საკუთრებაში, ვაუჩერით კი მექანიზატორის ხელფასის გასტუმრება მოხერხდება. ქალაქის მოსახლეობა ვაუჩერის მიღებას დიდად არ ჩქარობს, რადგან მისი განაღდება მხოლოდ ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG