Accessibility links

logo-print

თბილისის მერიამ 1,6 მილიონი ლარი გამოყო 240 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფარის ასაშენებლად, მშენებლობის დასრულებამდე კი უსახლკარო მოქალაქეები თავს აფარებენ მოსკოვის გამზირზე დადგმულ ორ ათეულამდე კარავს, რომელთა გათბობასა და საკვებით მომარაგებაზე ასევე დედაქალაქის მერია ზრუნავს. რადიო თავისუფლების ყოველკვირეული პროგრამის, „რეგიონული მაცნის“ დღევანდელ გამოშვებაში გესაუბრებით იმაზე, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ რეგიონებში, ვინ და როგორ ზრუნავს საკვებით უსახლკარო მოქალაქეების უზრუნველყოფაზე. გთავაზობთ რეპორტაჟებს გორიდან, ქუთაისიდან, ლაგოდეხიდან და ბათუმიდან.

XS
SM
MD
LG