Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რეფერენდუმი ტარდება


სოხუმის ხედი

სოხუმის ხედი

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარეობს რეფერენდუმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე. შაბათს ოპოზიციური ძალების ბლოკი, რომელიც რეფერენდუმს ემხრობა, კვლავ გამოვიდა მისი ბოიკოტირების მოწოდებით და მოითხოვა, კენჭისყრა შემოდგომაზე ჩატარდეს, რათა უკეთ მოხერხდეს მისი მომზადება. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კვლავ უარი თქვა რეფერენდუმის თარიღის შეცვლაზე. 5 ივლისს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქ სოხუმში არეულობების შედეგად ოცამდე ადამიანი დაშავდა. ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მომხრეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ დამნაშავეობის ზრდისთვის. იმავე დღეს გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშბა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG