Accessibility links

logo-print

დღეს გამოვლინდება ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი


ლიონელ მესი

ლიონელ მესი

29 აგვისტოს, მონტე კარლოში, უეფას წევრი 53 ქვეყნის ამდენივე ჟურნალისტი გამოავლენს ევროპის 2012-2013 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს. ამ წოდების მოსაპოვებლად იბრძვიან მიუნხენის (გერმანია) „ბაიერნის“ ფრანგი თავდამსხმელი ფრანკ რიბერი, არგენტინელი ლიონელ მესი (ესპანეთის "ბარსელონა") და პორტუგალიელი კრისტიანო რონალდო (მადრიდის „რეალი“, ესპანეთი). მონტე კარლოში, კენჭისყრაზე, საქართველოს წარმოადგენს რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი, დავით კაკაბაძე, რომელსაც ნინო გელაშვილი დაუკავშირდა ტელეფონით.

XS
SM
MD
LG