Accessibility links

logo-print

რესპუბლიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში


საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ამ გადაწყვეტილების შინაარსი საჯაროდ ჯერ არ გამოუცხადებია. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის მიერ ფეისბუკით გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 26-27 მარტს იმსჯელა მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებს. ამჟამად რესპუბლიკური პარტია კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG