აღმაშენებლის გამზირის მომავალი
თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. რეკონსტრუქცია ეხება ყველა შენობას, გარდა რამდენიმე ახალი სახლისა. რესტავრირდება სადარბაზოების მხატვრობა და ჩუქურთმებიც. ამჯერად სამუშაოები ტარდება აღმაშენებლის N36-ში, სადაც შემორჩენილია ფლორენციული მხატვრობის ნიმუშები. სახლი აშენებულია 1903 წელს ცნობილი მეცენატის, მეწარმისა და პირველი გილდიის ვაჭრის, ერასტი ჭავჭანიძის მიერ, და გამოირჩევა თავისი არქიტექტურით. რეკონსტრუქციის შემდეგ მაზნიაშვილის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთიდან საარბრიუკენის მოედნამდე ქვეითად მოსიარულეთა ქუჩა მოეწყობა, სადაც გაიხსნება კაფეები, მაღაზიები და სხვა დაწესებულებები.
ეპიზოდები
-
მარტი 19, 2024
ვის დარჩება ბახმარო?
-
მარტი 11, 2024
შვილი: გელა მთივლიშვილი
-
თებერვალი 24, 2024
უკრაინელი და რუსი პირისპირ
-
თებერვალი 22, 2024
დეპორტაციის ისტორია - დააბრუნებენ ქართველების ოჯახს ავსტრიაში?
-
თებერვალი 17, 2024
ბიძინა ბარათაშვილი - 8 ფოტო არქივიდან