Accessibility links

logo-print

გასულ კვირას ქუთაისში დაკრძალეს რეზო ჭეიშვილი - ქართველი მწერალი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კარგი წიგნის ავტორია, მოთხრობების, რომანების, რეზო ჭეიშვილის შემოქმედებაზე საუბრისას დღეს, პირველ რიგში, ელდარ შენგელაიას ფილმს, ”ცისფერ მთებს“, იხსენებენ. რეზო ჭეიშვილი დიდხანს მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” - ერთ-ერთ შემოქმედებით გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. კინოში მუშაობის გამოცდილება მის სტილსაც დაეტყო. იშვიათად ხდება ასე: მხატვრულ ფილმს ”ცისფერი მთები” შეიძლება არა მარტო უყურო, არამედ მოისმინო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG