Accessibility links

რეზოლუციის პროექტი „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების შესაზღუდად


სირია

სირია

აშშ და რუსეთი ერთად ამზადებენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების შეზღუდვის გასაძლიერებლად. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში, ადამ საბინი აღნიშნავს, რომ რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს ტერორის დაფინანსების „სრულიად უკანონოდ“ გამოცხადებას და შედგენილია იმ რეზოლუციის მიხედვით, რომელიც მიღებულ იქნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ალ-ყაიდის დაფინანსების საწინააღმდეგოდ. მისივე მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც დიდ ტერიტორიას აკონტროლებს სირიასა და ერაყში, წელიწადში 400 მილიონამდე დოლარს შოულობს ნავთობის და გაზის გაყიდვით. შეკითხვას, როგორ აფასებს რუსეთის ბოლოდროინდელ ბრალდებას, რომ თურქეთი ყიდულობს ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსაგან“, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უპასუხა, რომ შეერთებულ შტატებს არ უნახავს მტკიცებულებები, რომლებიც თურქეთის ასეთ ქმედებას ცხადყოფს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG