Accessibility links

30 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ნინო ცუხიშვილი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ერთობლივად შეიმუშავეს საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ. დოკუმენტი 2016 წლის 22 ნოემბერს წარედგინა საქართველოს მთავრობას.

დოკუმენტის მომზადება გამოიწვია დღევანდელმა სიტუაციამ, როცა არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საწამოების რეგულირების სფეროში და კანონი "სახელმწიფო საწარმოების შესახებ".

კონტროლის გარეშე მომუშავე სახელმწიფო საწარმოები ქმნის კორუფციის, ნეპოტიზმისა და სახელმწიფო ხარჯების არაეფექტიანად გამოყენების საფრთხეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2012 წლისათვის საქართველოში არსებობდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 1129 საწარმო. მათი მართვისათვის 2012 წელს შეიქმნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელმაც დაიწყო არამომგებიანი და არაეფექტიანი სახელმწიფო საწარმოების ლიკვიდაცია, გაკოტრება, შერწყმა, მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა და პრივატიზება. 2013 წლის მონაცემებით, 373 საწარმოდან მხოლოდ 13% იყო მომგებიანი, რაც სახელმწიფო რესურსების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.

2016 წლის 1 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაში დარჩენილია 146 სახელმწიფო საწარმო.

რატომ არის მნიშვნელოვანი და საჭირო სახელმწიფოს მიერ შექმნილი და მართვადი საწარმოები; როგორ შეიძლება მათი ფუნქციონირება ისე, რომ დაცული იყოს თანმხლები რისკებისგან; რომელი მიმართულებები საჭიროებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭრას და შესაძლებელია თუ არა ამ სფეროების კერძო ბიზნესის ხელში გადაცემა - ამ საკითხებზე ვესაუბრეთ სტუმარს, დოკუმენტის ერთ-ერთ ავტორს, ნინო ცუხიშვილს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG