Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეიძლება გადაიქცეს ბათუმი საფესტივალო ქალაქად


როგორ შეიძლება გადაიქცეს ბათუმი საფესტივალო ქალაქად
please wait

No media source currently available

0:00 0:10:48 0:00

18 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ზაზა ფურცელაძე, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი. ბრიტანეთის საბჭო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად იწყებს პროექტს "ფესტივალების ორგანიზება და მართვა".

გადმოწერა

პროექტის პირველ ეტაპზე ფესტივალების მენეჯმენტის წამყვანი ბრიტანული ორგანიზაციის - Festivals and Events International-ის დირექტორი, ნიკ დოდსი, შეხვდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ფესტივალების წარმომადგენლებს, შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, გააანალიზებს საჭიროებებს და ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე - საფესტივალო სექტორის გამოწვევები და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა. სამუშაო ვიზიტი შემდეგ ბრიტანელი ექსპერტი ნიკ დოდსი მოამზადებს აჭარაში საფესტივალო სექტორის საჭიროებათა შეფასებისა და განვითარების რეკომენდაციების დოკუმენტს, რომელიც საფუძვლად დაედება ფესტივალების მენეჯმენტის პროგრამის სამოქმედო გეგმას 2017 წლისთვის.

რა პოტენციალი აქვს ბათუმს შავი ზღვის სანაპიროს მსხვილ საფესტივალო ქალაქად გადაქცევისთვის, რამდენად საკმარისია არსებული ინფრასტრუქტურა მასშტაბური კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ფესტივალების ერთ უწყვეტ ჯაჭვად ქცევა და ორგანიზატორების კოორდინირებული მუშაობა სახელოვნებო პროცესების გამართულად მიმდინარეობისთვის - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG