Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი: ირანი ხელსაყრელი ადგილია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობისთვის


ირანისა და საფრანგეთის პრეზიდენტების, ჰასან როჰანისა (მარცხნივ) და ფრანსუა ოლანდის შეხვედრა. 2016 წლის 28 იანვარი.
ირანისა და საფრანგეთის პრეზიდენტების, ჰასან როჰანისა (მარცხნივ) და ფრანსუა ოლანდის შეხვედრა. 2016 წლის 28 იანვარი.

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა „ხელსაყრელი ადგილია“ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის განახლებისთვის. როჰანიმ ამ სიტყვებით პარიზში მიმართა საფრანგეთის ბიზნესის სამყაროს წარმომადგენლებს და მოუწოდა გზა გაუხსნან ფინანსებს ვაჭრობის განახლებისთვის - მას შემდეგ, რაც მოიხსნა ირანის ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები. ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ბანკების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ძალაში რჩება, წინაღობას წარმოადგენს ევროპის ბევრი ქვეყნისთვის, რომლებსაც კომერციული კავშირების აღდგენა სურთ. როჰანიმ საფრანგეთი შეაქო და თქვა, რომ სურს გამოიყენოს დადებითი ატმოსფერო, რომელიც შეიქმნა ბირთვული პროგრამის შესახებ ისტორიული შეთანხმების მიღწევის შემდეგ. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, ქვეყნებმა უნდა დაივიწყონ წარსულის უთანხმოებაო. „ირანს შეუძლია ჰქონდეს საფრანგეთის იმედიო“, თქვა ვალსმა. როჰანი პარიზში ჩავიდა 27 იანვარს, იტალიაში ვიზიტის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG