Accessibility links

logo-print

„ეს არის მოგზაურობა, რომელიც სევდითაა აღბეჭდილი“, - უთხრა ჟურნალისტებს რომის პაპმა ფრანცისკემ, რომლის ხანმოკლე ვიზიტი საბერძნეთში მიგრანტებისადმი სოლიდარობის გამოხატულებას წარმოადგენს.

ფრანცისკემ, რომელიც მსოფლიოში მცხოვრები 1,2 მილიარდი კათოლიკის წინამძღოლია, ექვსი საათი დაჰყო კუნძულ ლესბოსზე, რომელიც ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე მდგარი ევროპის ფრონტის ხაზს წარმოადგენს. „არ დაკარგოთ იმედი: ეს არის ის მესიჯი, რაც მინდა დღეს თქვენ დაგიტოვოთ. ყველაზე დიდი ჯილდო, რაც ერთმანეთს შეიძლება მივცეთ, ესაა სიყვარული, ლოცვა, თანაგრძნობა, მოსმენის და გაგების უნარი. დაე, გაუზიარეთ ეს ჯილდო ერთმანეთს.“ რომის პაპმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მზად არის თავისთან წაიყვანოს 10 დევნილი, რაც არ არის მოულოდნელი შეთავაზება, რადგან ვატიკანი უკვე მასპინძლობს დევნილთა ორ ოჯახს. საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, იტალიაში წასვლას რვა სირიელსა და ორ ავღანელს შესთავაზებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG