Accessibility links

logo-print

„ძველ კონტინენტზე“ უძლიერესია კრიშტიანუ რონალდუ


კრიშტიანუ რონალდუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით

კრიშტიანუ რონალდუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით

25 აგვისტოს მონტე-კარლოში უეფამ და ევროპის სპორტული მედიის ასოციაციამ (ESM-მა) გამოაცხადეს ევროპის 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა. ამ პრიზის არსებობის ექვსწლიანი ისტორიის მანძილზე ეს წოდება მეორედ მოიპოვა მადრიდის (ესპანეთი) „რეალის“პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, 31 წლის კრიშტიანუ რონალდუმ.

ჟიურის წევრი 55 სპორტული ჟურნალისტიდან 40-მა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ რონალდუ დაასახელა. ჟიურიში საქართველოს წარმოადგენდა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე.

წლევანდელ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის „ატლეტიკოსა“ და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდი ანტუან გრიზმანი (8 ხმა), ხოლო მესამეზე – მადრიდის „რეალისა“და უელსის ნაკრების თავდამსხმელი გარეთ ბეილი (7).

წინა ხუთი კონკურსის ლაურეატთა სია კი ასეთია:

2011 – ლიონელ მესი (არგენტინა, ესპანეთის „ბარსელონა“)

2012 – ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, „ბარსელონა“)

2013 – ფრანკ რიბერი (საფრანგეთი, მიუნხენის „ბაიერნი, გერმანია)

2014 – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, მადრიდის „რეალი“, ესპანეთი)

2015 – ლიონელ მესი (არგენტინა, ესპანეთის „ბარსელონა“).

დღესვე გამოვლინდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ვინაობა. ეს წოდება მიენიჭა ნორვეგიელ ადა ჰეგერბერგს.

დაჯილდოების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რონალდუმ ილაპარაკა თავის წარმატებულ საფეხბურთო კარიერაზე და თქვა, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება ყოველთვის იყო გამარჯვების მოპოვება პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, რასაც წელს მიაღწია, როცა პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG